ბიოეპილაცია

 

ჭარბი თმის მოცილების ყველაზე გავრცელებული მეთოდი ბიოეპილაციაა რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კანის დიდი ნაწილი სწრაფად და დაუზიანებლად დამუშავდეს. თმას ფესვიანად იღებენ. ფესვის აღდგენას და კანის ზედაპირზე თმის ამოსვლას 3 კვირიდან 1,5 თვემდე სჭირდება, ანუ ეფექტი საკმაოდ ხანგრძლივია. ბიოეპილაცია აუცილებლად გამოცდილმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს. ამ პროცედურისთვის იყენებენ ერთჯერად სპეციალურ ცვილს, რომელიც კანს არ აღიზიანებს და ალერგიულ რეაქციას არ იწვევს. თმა ფაქიზი ზონებიდანაც კი უმტკივნეულოდ შორდება, კანი კი გლუვი და ნაზი რჩება. ცვილი თმასთან ერთად ეპითელიუმს გარქოვანებულ ნაწილებსაც აცილებს, რაც შესანიშნავად ცვლის პილინგს. გარდა ამისა, ეს პროცედურა საგრძნობლად აახალგაზრდავებს მშრალ და მობერებულ კანს. კლასიკური ბიოეპილაცია ხელით, დამატებითი საშუალებების გარეშე სრულდება. ვისაც ერთხელ მაინც უცდია ბიოეპილაცია, ის საპარსსა და პინცეტზე სამუდამოდ ამბობს უარს.