ბიორევიტალიაცია

რა არის ბიორევიტალიზაცია ბიორევიტალიზაცია კანის კოსმეტიკური ნაკლოვანებების, მისი ღრმა შრეების ჰიალურონის მჟავათი გაჯერების გზით პროფილაქტიკისა და კორექციის ერთ-ერთი მეთოდია. ტერმინი კი ბუნებრივ გაცოცხლებას ნიშნავს. როდის და რატომ უნდა გაკეთდეს ბიორევიტალიზაცია? ასაკოვანი ცვლილებებით ან სხვა მიზეზებით გამოწვეული კანის სიმშრალისა და გაუწყლოების, ელასტიკურობის დაქვეითების დროს. ამ პრობლემებს აგვარებს ჰიალურონის მჟავა, მასზე ეფექტური დამატენიანებელი ჯერ არ შექმნილა. წვრილი ნაოჭების, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით, სიგარეტით, სტრესით გამოწვეული კანის მდგომარეობის ნებისმიერი ტიპის (მშრალი, ცხიმიანი) გაუარესების, დაბერების პირველივე ნიშნებისას. ბიორევიტალიზაცია რეკომენდებულია არა მარტო სიბერის უკვე არსებულ გამოვლინებებთან საბრძოლველად, არამედ პროფილაქტიკისთვისაც. ტრავმირებული კანის შემთხვევაში,როდესაც აუცილებელია მისი აღდგენა ლაზერული, ქიმიური პილინგის, პლასტიკური ოპერაციების შემდეგ. ჰიალურონის მჟავას გარედან დამატება აჩქარებს შეხორცებას. ბიორევიტალიზაცია გამოიყენება როგორც კანის მოსამზადებლად ულტრაიისფერი დასხივებისთვის, ასევე მის შედეგებთან საბრძოლველად. ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს უჯრედების დაცვას ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალებისაგან და ატენიანებს კანს მაღალი ტემპერატურით გამოწვეული გაუწყლოებისას. კანის არაჯანსაღი ფერის, პიგმენტური ლაქების, თვალების ქვეშ შავი რგოლების დროს. ბიორევიტალიზაცია ზრდის ჰიპერპიგმენტირებული ზონის ანტიოქსიდანტურ დაცვას და ხელს უწყობს ფერის აღდგენას. კეროვანი ჰიპერპიგმენტაციის სწრაფი მოცილება შესაძლებელია სხვადასხვა ერთობლივი მეთოდით: პილინგის, ბიორევიტალიზაციისა და მელანინის წარმოქმნის დამთრგუნველი საშუალებების გამოყენებით. გაფართოებული ფორებისა და გაძლიერებული ცხიმის წარმოქმნისას, ცხიმიანი და პრობლემური კანის შემთხვევაში. ჰიალურონის მჟავას შემცველი პრეპარატები აქვეითებენ ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობას. ამ პრობლემის გამო 25 წლამდე ბიორევიტალიზაციის ჩატარების აუცილებლობა, როგორც წესი, არ არის.