მეზოთერაპია წარმოადგენს გაახალგაზრდავების ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას, კანისა და კანქვეშა ქსოვილის პრობლემების მკურნალობის მეთოდს. პროცედურის დროს, კანში ან კანქვეშ მრავლობითი მიკროინექციის საშუალებით შეჰყავთ სპეციალური კოქტეილი, რომელიც მოქმედებს ცხიმოვან ცვლაზე, იწვევს ცელულიტის კაფსულების შემცირებას და დანაწევრებას, რის შედეგადაც კანი აღიდგენს ელასტიურობას და ახალგაზრდულ ელფერს. მეზოთერაპიის სეანსების შედეგად ორგანიზმში ქვეითდება ქოლესტერინის დონე, ნეიტრალდება თავისუფალი რადიკალები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბერების პროცესის შესაჩერებლად. მეზოთერაპია შეუცვლელ პროცედურად იქცა ისეთი პრობლემების სამკურნალოდ, როგორიც არის აკნე, კანზე არსებული სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები და პიგმენტური ლაქები. აკნეს შემთხვევაში გამონაყარი მცირდება და ქრება, იგი არ ტოვებს არავითარ კვალს. მეზოთერაპიის საშუალებით შესაძლებელია ნაოჭების გასწორება, სახის ოვალის აღდგენა, ფიგურის კორექცია ოპერაციის გარეშე, ცელულიტის ხანგრძლივი პერიოდით მკურნალობა. უმჯობესდება კანის ელასტიურობა, სწორდება სახის ოვალი, ქრება ან მცირდება ორმაგი ღაბაბი. ჩვენთან, მეზოთერაპიისთვის მხოლოდ მსოფლიოში მოწინავე კოსმეტოლოგიური ფირმების მიერ წარმოებული სპეციალური კოქტეილები და პრეპარატები გამოიყენება. ასევე ვიყენებთ ჰიალურინის მჟავის პრეპარატებს. მეზოთერაპიული პროცედურები ტარდება ძალიან მცირე ზომის, ატრავმული ნემსით. კოქტეილის შემადგენლობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალურად შეირჩევა ექიმის მიერ.