ყურის გახვრეტა

 

მსგავსი პროცედურის გავლა უწევს თითქმის ყველა გოგონას. პატარა ასაკში თუ ვერ მოასწარით ყურის გახვრეტა ხშირად ზრდასრულ ასაკში გვიწევს ამ პროცედურის ჩატარება და თავად გვიწევს ვესტუმროთ ესთეტიკის ცენტრს, ამიტომაც ხშირ შემთხვევაში 1, 2 ან 3 საყურის გაკეთების სურვილიც გვიჩნდება. აუცილებელია გითხრათ, რომ ამის გაკეთებას მოერიდოთ თავად ან მეგობრის დახმარებით, რადგან გახსოვდეთ რომ ბევრი დაავადებები გადადის სისხლით და არასტერილურია სახლის პირობებში პროცედურის ჩატარება. აპარატურული პროცედურის დროს გამოიყენება სპეციალური სტერილური სამედიცინო საყურეები, რაც კანთან ხელით შეხების გარეშე მაგრდება და განსაზგვრავს ზუსტ წერტილს ყურის არეზე. ეს არის სწრაფი და უმტკივნეულო მეთოდი. ჩვენთან კლინიკაში შეგიძლიათ ისარგებლოთ მსგავსი პროცედურით და ასევე გასწავლით თუ როგორ უნდა მოუაროთ შემდგომ.