თმის ცვენის გამომწვევი მიზეზები სახვადასხვაგვარია: ჰორმონალური დისბალანსი, გადატანილი დაავადებები, რკინის, თუთიის მაგნიუმის , სელენის უკმარისობა,სტრესი. მეზოთერაპია ერთ–ერთი ეფექტური მეთოდია დიფუზური, ტელოგენური , ანდროგენული ალოპეციის აღსაკვეთად. შედეგი განპირობებულია არა მხოლოდ ფარმაკოპრეპარატების მოქმედებით, არამედ ადგილობრივად ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებით, მათ შორის სისხლძარღვოვანი რეცეპტორებისა და იმუნოკომპლემენტური უჯრედებისაც. ეს აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს და ააქტიურებს თმის ფოლიკულს. მეზოთერაპიული პროცედურის გამოყენება წინასწარი გამოკვლევების გარეშე მხოლოდ დროებით შედეგს იძლევა. ალოპეციის მკურნალობის დროს თმის ცვენიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ უჯრედულ დონეზე იწყება ანთებითი ცვლილებები: სისხლძარღვები ჯერ ვიწროვდება, შემდეგ ფართოვდება. სისხლის ფორმიანი უჯრედები(ლეიკოციტები, ერთროციტები, ფიბრობლასტები) გადიან კაპილარის კედლებს, აღწევენ უჯრედშორის სივრცეში და გროვდებიან . ფიბრობლასტები, რომლებიც აქტიურდებიან უჯრედების დაშლის ბიოლოგიურად აქტიური მოლეკულებით, ინტენსიურად გამოიმუშავებენ ზრდის ფაქტორს, ეს პროცესი საბოლოოდ მოქმედებს თმის ფოლიკულზე, კანის სტრუქტურაზე და შესაბამისად იწვევს ჯანსაღი, სტრუქტურულად გაუმჯობესებული ახალი თმის ზრდას. თმა იძენს სიპრიალეს, მუქდება. მეზოთერაპიის დროს დერმატოლოგები ხშირად ნიშნავენ დამატებით პრეპარატებს და გარეგან საშუალებებს.