როგორი კოსმეტიკა უნდა გამოვიყენოთ გაზაფხულზე?

Re-Aesthetic-Cosmetics

ყველა კოსმეტიკური საშუალება უნდა იყოს დამზოგველი, მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი, ამასთან, დამატენიანებელი, მაგრამ არა ცხიმიანი. ცხიმიანმა კოსმეტიკამ შესაძლოა ავნოს კიდეც კანს. გაზაფხულის მზე ძალზე

აქტიურია, ესე იგი საგაზაფხულო კოსმეტიკა მზისგანაც უნდა გვიცავდეს. ზაფხულის მოახლოებასთან ერთად კი იმატებს ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობა, ანუ მშრალი კანი ნორმალური ხდება, ხოლო ნორმალური ცხიმიანდება. ამიტომ საზაფხულოდ კანის მოვლის შესაბამისი საშუალებები უნდა შევარჩიოთ. კანის აღდგენასა და გაუმჯობესებაში მხოლოდ მუდმივი და სწორი მოვლა დაგვეხმარება.